მხარდაჭერა
დაგვიკავშირდი პროდუქტთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხით — ხარვეზი, უკუკავშირი თუ ახალი ფუნქციის იდეა. ვპასუხობთ სამუშაო დღეებში.
ყველაზე ხშირი საკითხები.
შეტყობინებები არ მოდის
შეტყობინებები iPhone-ის პარამეტრებშია გამორთული. ჩართე: პარამეტრები → GetFit → შეტყობინებები. წყლის შეხსენებები ცალკე ირთვება აპში, წყლის ეკრანზე.
Apple-ით შესვლა არ მუშაობს
შეამოწმე, რომ iPhone-ზე Apple ID-ით ხარ შესული. თუ მაინც ვერ შედიხარ, სცადე Google-ით ან ელფოსტით, ან მოგვწერე.
ისტორიის შემოტანა ვერ მოხერხდა
ფაილი CSV უნდა იყოს და ჰქონდეს თარიღის, სავარჯიშოს და წონის ან გამეორების სვეტები. Strong-სა და Hevy-ს ექსპორტი სწორედ ასეთია. სხვა ფაილის შემთხვევაში მოგვწერე და გადავხედავთ.
Apple Health-ის მონაცემები არ ჩანს
iPhone-ის პარამეტრებში გახსენი Health, შემდეგ მონაცემებზე წვდომა და GetFit, და ჩართე ნებართვები. მონაცემები მხოლოდ ტელეფონზე იკითხება.
ახალ ტელეფონზე გამოწერა არ ჩანს
შედი იმავე Apple ID-ით და აპში გახსენი: პროფილი → პარამეტრები → „შესყიდვების აღდგენა“.
ქოუჩი აღარ მპასუხობს
ალბათ დღევანდელი შეკითხვები ამოიწურა. ლიმიტი ყოველ დღე ახლდება, და ქოუჩი ამას თავადაც გეტყვის.
გამოწერის მართვა და აღდგენა
Apple-ის გამოწერის სანახავად, შესაცვლელად ან გასაუქმებლად iPhone-ზე გახსენი: პარამეტრები → შენი სახელი → გამოწერები. ან apps.apple.com/account/subscriptions. შესყიდვების აღსადგენად აპში: პროფილი → პარამეტრები → „შესყიდვების აღდგენა“.
ანგარიშის წაშლა? იხილე ანგარიში და მონაცემები.
როგორ მოგვწერო
რომ სწრაფად დაგეხმაროთ, წერილში მიუთითე:
- iPhone-ის მოდელი და iOS-ის ვერსია
- აპის ვერსია: პროფილი → პარამეტრები → ვერსია
- პრობლემის მოკლე აღწერა და, თუ შეიძლება, ეკრანის ანაბეჭდი