ქოუჩი, რომელმაც შენი ვარჯიშები იცის.
ჰკითხე ქართულად ან ინგლისურად: რა ივარჯიშო დღეს, როგორ გაზარდო წონა, რით შეცვალო დაკავებული ტრენაჟორი. პასუხი შენს გეგმასა და ბოლო ვარჯიშებზეა აგებული.

ოთხი რამ, რისთვისაც მწვრთნელს ეკითხებიან.
შეგიდგენს გეგმას
შენს დროზე და მიზანზე მორგებულს. შეინახავ მაშინვე, ან ჯერ შეცვლი.
აგიხსნის ტექნიკას
ყოველ სავარჯიშოზე, მარტივად, ვიდეოს ბარათით.
ჩაანაცვლებს სავარჯიშოს
თუ ტრენაჟორი დაკავებულია ან რამე გტკივა. შემცვლელი იმავე კუნთზე და იმავე ადგილისთვის.
ვარჯიშს ერთი შეხებით დაგაწყებინებს
„ქოუჩის ვარჯიშის“ ბარათიდან პირდაპირ ტრეკერში, სეტებითა და დასვენებით.
კითხვიდან გეგმამდე, ერთ საუბარში.
ქოუჩი გეგმის ფორმას გთავაზობს: დღეებს, ხანგრძლივობას, კუნთებს. სავარჯიშოებს კი იმავე შემდგენლით ვარჩევთ, რომლითაც ხელით შედგენილ გეგმას, ამიტომ ჩატში ნანახი და შენახული გეგმა ერთი და იგივეა.
- ყოველ სავარჯიშოს სამამდე შემცვლელი აქვს
- შენახულ გეგმას მერეც შეცვლი
- სწრაფი კითხვები ერთი შეხებით: „15 წუთი მაქვს“, „ხმაურის გარეშე“, „ზურგი მტკივა“
რა იცის ქოუჩმა შენზე და რა არა.
ყოველი კითხვისას აპი მოკლე კონტექსტს აგზავნის, რომ პასუხი შენზე იყოს. კითხვა და ეს კონტექსტი OpenRouter-ის გავლით Anthropic-ის AI მოდელს ეგზავნება პასუხის მისაღებად.
იცის
- შენი მიზანი, ადგილი და დონე
- გეგმა და სად ხარ ამ კვირაში
- ბოლო ხუთი ვარჯიშის საუკეთესო სეტები
- პირადი რეკორდები
- მიმდინარე ვარჯიში, თუ დაწყებული გაქვს
არ იცის
- შენი ელფოსტა და მომხმარებლის სახელი
- ვარჯიშის შენიშვნები
- Apple Health-ის მონაცემები: ისინი ტელეფონიდან არ გადის
საუბრები მხოლოდ შენ ჩანს. პროფილში შეგიძლია ყველა საუბრის წაშლა; ანგარიშის დეაქტივაციისას ისინი თავისით იშლება.
რას ასწევ დღეს, ტელეფონი თავად გეტყვის.
დღის ბარათზე რჩევა წესებით იწერება, პირდაპირ ტელეფონზე: წინა ჯერის შედეგიდან, ისევე, როგორც ტრეკერი ითვლის მიზნებს. ეს ქოუჩის კითხვებს არ ხარჯავს.
რამდენი კითხვა გაქვს.
კითხვა მხოლოდ მაშინ ითვლება, როცა პასუხი მიიღე. შეცდომა არაფერს გიხარჯავს.
უფასო
დღეში 10 კითხვა
ლიმიტი ყოველ დღე თავიდან იწყება.
გამოწერით
შეზღუდვის გარეშე
ტრეკერი, დარბაზი, სახლი, Pro — სამართლიანი გამოყენების ფარგლებში.
ქოუჩი შეიძლება შეცდეს. ტკივილის ან ტრავმის დროს მიმართე ექიმს. ქოუჩი სამედიცინო რჩევას არ იძლევა.
GetFit მალე App Store-ზე.
დატოვე ელფოსტა და გამოსვლის დღეს მოგწერთ. მეტს არაფერს.