ყოველი კვირა ციფრებში.
ვარჯიშები, რეკორდები, მოცულობა და აღდგენა. ყველაფერი, რასაც ჩაწერ, თავისით ითვლება. შენ მხოლოდ ივარჯიშე.
ახალი რეკორდები · 30 დღე7ჩაჯდომა, წნევა და მკვდარი წევა წინ წავიდა
ამ კვირის მოცულობა12.4 ტ+12% წინა კვირის ამავე დროსთან
სხეულის წონა72.4 კგ−0.8 კგ თვეშირამდენს ვარჯიშობ, რეალურად.
ვარჯიშები, აქტიური დღეები, ზედიზედ აქტიური კვირები, სულ აწეული წონა და საათები. აირჩიე: ეს კვირა, ეს თვე ან მთელი დრო.
- თვის და კვირის ხედი ტრეკერში
- ყოველი ვარჯიში ციფრებით: ხანგრძლივობა, სეტები, მოცულობა
ამ თვეში 13 ვარჯიში · 12 აქტიური დღე
ყოველ სავარჯიშოს თავისი რეკორდები აქვს.
ყველაზე დიდი წონა, ყველაზე მეტი გამეორება, საუკეთესო სეტის მოცულობა. კარდიოზე ყველაზე გრძელი მანძილი და ყველაზე ხანგრძლივი დრო. ახალ რეკორდს აპი ვარჯიშის შუაშივე აღნიშნავს.
- ვარჯიშს თუ წაშლი, ჯამები და რეკორდები მის გარეშე გადაითვლება
- რეკორდებს სერვერი ითვლის, ამიტომ ყველა მოწყობილობაზე ერთნაირია
წინა და უკანა მხარე, შენი ფიგურით.
ყოველი ვარჯიშის შემდეგ აპი ითვლის, რომელ კუნთს რა დატვირთვა მიეცა და დაახლოებით რამდენ საათში აღდგება. ქალი ქალის ფიგურას ხედავს, კაცი კაცისას.
- რჩევა ყოველ დღეზე: რისთვის არის კარგი დღე, ან ჯობს დასვენება და მსუბუქი მობილობა
- ბოლო 7 დღეში ვარჯიში თუ არ ყოფილა, ყველა კუნთი მზადაა

ბარძაყის წინა · დატვირთული · ~30 სთ

დღეს ზედა ტანისთვის კარგი დღეა — მზადაა: მკერდი, ზურგი, მხრები.
წონა, აქტივობა და ის ვარჯიშებიც, რაც სხვაგან ჩაწერე.
სხეულის წონა
ბოლოს — დღეს. დღევანდელი წონის ჩაწერა ერთი შეხებით; პირველი ციფრი კითხვარიდან მოდის.
Apple Health
- მოძრაობა 420 / 500 კკალ
- ვარჯიში 32 / 30 წთ
- დგომა 9 / 12 სთ
Apple Watch-ის ან სხვა აპის ვარჯიშებიც აქ გამოჩნდება. Apple Health-ის მონაცემები ტელეფონიდან არ გადის.
ორშაბათს, ერთი შეტყობინება.
გასული კვირის ვარჯიშები, მოცულობა და ახალი რეკორდები. ვარჯიშზე სხვა შეტყობინება მხოლოდ მაშინ მოვა, თუ რამდენიმე დღე არ გამოჩნდები: დღეში მაქსიმუმ ერთი, ღამით არასდროს.
GetFit მალე App Store-ზე.
დატოვე ელფოსტა და გამოსვლის დღეს მოგწერთ. მეტს არაფერს.