ხშირი კითხვები
ვერ იპოვე პასუხი? მოგვწერე: info@dgr.ge. სამუშაო დღეებში ვპასუხობთ.
ზოგადი
რა არის GetFit Georgia?
iPhone-ის აპი ვარჯიშისთვის: კვირის გეგმა შენს მიზანზე, ტრეკერი ყოველი სეტისთვის, აღდგენის რუკა, პროგრესი და AI ქოუჩი. ქართულად და ინგლისურად.
რომელ ტელეფონზე მუშაობს?
ჯერჯერობით iPhone-ზე. App Store-ზე მალე გამოჩნდება; დატოვე ელფოსტა და გამოსვლის დღეს მოგწერთ.
აპი მთლიანად ქართულადაა?
კი: ეკრანები, სავარჯიშოების სახელები, შეტყობინებები და ქოუჩის პასუხებიც. ინგლისურზე გადართვა პარამეტრებში შეიძლება.
ვარჯიში
დამწყები ვარ. შევძლებ?
კი. უფასოდ გაქვს 7-დღიანი პროგრამა დამწყებთათვის: 3 მარტივი ვარჯიში, ყველა სავარჯიშოს ტექნიკის ვიდეო აქვს. დონეს პირველივე კითხვებში ირჩევ.
სახლში ინვენტარი არ მაქვს.
სახლის ტარიფი საკუთარ წონაზეა აგებული: მოკლე ვარჯიშები ინვენტარის გარეშე. ჰანტელი, გირა ან რეზინი თუ გაქვს, ქოუჩს უთხარი და ვარჯიშს მათით ააწყობს.
ვარჯიში გამოვტოვე. რა მოხდება?
არაფერი ცუდი. გამოტოვებული დღე გეგმაში ჩანს: შეგიძლია დაეწიო ან შემდეგით გააგრძელო. ქოუჩსაც ჰკითხე: „დღეს დავეწიო?“
გეგმის შეცვლა შემიძლია?
ნებისმიერ დროს: დღეები, ხანგრძლივობა, კუნთები და კვირის განაწილება. ან სთხოვე ქოუჩს: „გეგმა შემიცვალე“.
სხვა აპიდან გადმოსვლა შემიძლია?
კი. Strong-სა და Hevy-ს პარამეტრებში არის მონაცემების ექსპორტი, CSV ფაილი. GetFit მას წაიკითხავს და სავარჯიშოებს ავტომატურად დააკავშირებს; სხვა CSV-საც, თუ თარიღის, სავარჯიშოს და წონის ან გამეორების სვეტები აქვს.
Apple Watch-თან მუშაობს?
Apple Watch-ით ჩაწერილი ვარჯიშები Apple Health-იდან ჩანს, აქტივობის რგოლებთან ერთად. საათის ცალკე აპი ჯერ არ გვაქვს.
ფასები და გამოწერა
უფასოდ რა შემიძლია?
დამწყებთათვის 7-დღიანი პროგრამა (3 ვარჯიში), ქოუჩზე დღეში 10 კითხვა, თვეში 20 წუთი ვიდეო, აღდგენის რუკა და პროგრესი და ფიდის ნახვა. ბარათი არ გჭირდება. ნებისმიერი ტარიფი კი პირველ 7 დღეს უფასოა.
რით განსხვავდება ტარიფები?
ტრეკერი ჩაწერისთვისაა, დარბაზი და სახლი თავისი გეგმებით მოდის, Pro კი ყველაფერს აერთიანებს. სრული შედარება ფასების გვერდზეა.
როგორ გავაუქმო გამოწერა?
iPhone-ის პარამეტრებში: შენი სახელი → გამოწერები → GetFit Georgia. გაუქმების შემდეგ ფასიანი ფუნქციები გადახდილი პერიოდის ბოლომდე რჩება.
თანხის დაბრუნება შეიძლება?
გადახდებს Apple ამუშავებს, ამიტომ დაბრუნებასაც Apple წყვეტს. მოთხოვნა: reportaproblem.apple.com.
მონაცემები და კონფიდენციალურობა
ჩემი ჯანმრთელობის მონაცემები სად ინახება?
Apple Health-ის მონაცემები ტელეფონიდან არ გადის. ვარჯიშები შენს ანგარიშზე ინახება, რომ ტელეფონის შეცვლისას არ დაიკარგოს.
ვის ეგზავნება ქოუჩისთვის დასმული კითხვა?
OpenRouter-ის გავლით Anthropic-ის AI მოდელს, პასუხის მისაღებად, მოკლე კონტექსტთან ერთად: სახელი, ასაკი, სქესი, მიზანი, დონე, გეგმა, ბოლო ვარჯიშები, რეკორდები. ელფოსტა, მომხმარებლის სახელი, შენიშვნები და Apple Health-ის მონაცემები არ იგზავნება.
რეიტინგში ყველა მხედავს?
მხოლოდ თუ თავად ჩაერთვები. სხვები დაინახავენ შენს ქულებს, ავატარს და მხოლოდ იმ სახელს, რომელსაც აირჩევ. ვარჯიშის დეტალები არავის უჩანს.
როგორ წავშალო ანგარიში?
აპში: პროფილი → პარამეტრები → „ანგარიშის დეაქტივაცია“. დეტალები ანგარიშის გვერდზეა.
GetFit მალე App Store-ზე.
დატოვე ელფოსტა და გამოსვლის დღეს მოგწერთ. მეტს არაფერს.